“გია ფერაძესთან დაკავშირებით ერთი ისტორია მინდა გავიხსენო: მოსკოვი- 1984 წელი…”

გია ფერაძესთან დაკავშირებით ერთი ისტორია მინდა გავიხსენო.
მოსკოვი- 1984 წელი.
ქალაქიდან დავბრუნდით,გვშიოდა, იქვე ჩვენი სასტუმროს კაფეში შევედით,(საქართველოს საელჩოს სასტუმრო იყო მოსკოვში, შეიძლება ბევრმა როგორც “წიეს”სასტუმროთი იცნობდეთ.”წიე” სასტუმროს დირექტორი იყო )

შესვლისთანავე ქართულად შემოგვძახა -აქეთ მოდით რამდენი ხანი უნდა გელოდოთო,თან ეცინებოდა ?. გავხედეთ თუ არა ეგრევე ვიცანით…
ვაა გია….
გიასთან ერთად ლევან აბაშიძე და დათო გოგიაშვილი
(თავგასა) იყო,მაგიდაზე “პერცოვკა” არაყი ედგათ, შიგ ჩაგდებული წიწაკით.ცოტა მჟავე კიტრი,ცოტა ძეხვი, კატლეტი გარნირით…..
აბა რას შვრებით? როგორ ხართ? აქ რას აკეთებთ,იკითხა გიამ…
გოგიტას ფილმი ჩამოვოტანეთ გოსკინოში ჩასაბარებლად(გოგიტა ჭყონია კინორეჟისორი
იმ დროს
ГОСКИНО СССР
Государственный
Комитет по кинематографии ვაბარებდით ფილმებს, “ღამის პეპელა” ერქვა მის ფილმს.)
– მერე?რა ქენით ჩააბარეთ?იკითხა გიამ
– პრინციპში კიი,ცოტა შენიშვნები მოგვცეს, ჩავალთ გავასწორებთ და ეგ არის.
– თქვენ რას შვრებით?კითხა გოგიტამ.
– ჩვენც უკრაინიდან მოვდივართ გიორგი შენგელაის ფილმს დავყვებით (ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა) თან აგერ არც კი გამოვფხიზლებულვართო და აუტყდა სიცილი…
პატარა გახურების შემდეგ დავიწყეთ მოგზაურობის ისტორიების მოყოლა….
– იცით რა დამემართა?იცინის გია,შეიძლება გამო@@@ვდეს კაციო. მოკლედ, უკრაინდან მოვფრინავთ მოსკოვში,ტამოჟნის გასასვლელი რომ არის,ბარგს და შენ თავს რომ ამოწმებს მეტალოდეტექტორი – იქ გავდივარ – ბარგს არ დაუწრიპინებია,მე როგორც გავედი ეგრევე სირენა ჩაირთოო ? – ამოვალაგე რაც ჯიბეებში მქონდა და იქვე მაგიდაზე დავაწყე – კიდევ გავიარე და ისევ სირენა ჩაირთო…თურმე გულის ჯიბეში “რუჩკას” რომ გავს,აი ის იარაღი მედო ჯიბეში… შინაგანად ცოტა ავღელდი, სწრაფად ამოვიღე ის “რუჩკა” და მათ მაგიდაზე დავდე…
– что ето такое ? იკითხა ბარგის შემოწმებელმა;
– ето ручка, оригинальная,на кинфестивале подорили..ეს ვთქვი და ამ “რუჩკის”გარდა ყველაფერი ავიღე და ნელ ნელა ვიპარებოდი…უცბად შეძახილი მესმის –
– молодоий человек…ეს ხმა რომ გავიგე გავშეშდი,ათასმა ფიქრმა გამიელვა თავში
– вы забили авторучку…სანამ მივტრიალდი,შინაგანად მე ჩემი დამემართა,უბრალოდ გარედან არ შევიმჩნიე…მომაწოდა “რუჩკა” და გამოვედით.
(ნეტა იქ დაეტოვა ?)
მოკლედ ვისადილეთ,ბევრი ვიცინეთ და ავედით ჩვენ ჩვენ ნომრებში,გზაში გია მეუბნება
– შენთვის საჩუქარი მაქვს;
– ვაახ გამისწორდა, ნეტა რა აქვს თქო
– ხვალ დილით დაგირეკავ და შემოდი ჩვენთან, მეც დამეხმარები და თან საჩუქარსაც მოგცემო.
– ბაზარი არაა,ხვალ დილით შენთან ვარ და დავიშალეთ.
დილით ადრე ჩვენ ნომერში ტელეფონმა დარეკა, ახალგაღვიძებულზე ავიღე ყურმილი;
– რა შვრები არ შემოივლიო?
-კი კი, ახლავე მოვწესრიგდები და მოვდივარ…უცბად გავიარე დილის რიტუალი და გავედი გიასთან….ჩვეულებრივი ორ საწოლიანი ნომერი იყო, ორო საწოლი,პატარა მაგიდა სკამი და სველი წერტიილი… თავგასას ეძინა( გია და თავგასას ერთ ნომერში იყვნენ)გია ლოგინზე იყო წამომჯდარი,წინ მაგიდაზე ისევ წიწაკა ჩაგდებული არყის ბოთლი იდგა,პატარა მისატანებელიც ქონდა ….
– დილით ადრე გავიღვიძე და ვერაფრის დიდებით ვერ ჩავარტყი ეს დედა@@@@ული არაყიო…
– რატო? რა გჭირს თქო?
– უცბად აწია ხელი და ახდენს დემონსტრირებას…
მოკლედ ისე უკანკალებდა ხელი, ბოთლს ვერანაირად ვერ მოკიდა ხელი, რომც დაესხა ჭიქას მაინც ვერ აწევდა…
-;მოდი რა ერთი სამი-ოთხი ზახოდი დამალევინეო;
– ბაზარი არაა…დავასხი ისე როგორც მითხრა,ზუსტად მის ზომაზე;
– ეხლა თუ შეგიძლია თავი დამიჭორეო;
– მოკლედ მის ინსტრუქციებს მივყევი…პირველი ჭიქა ჩაარტყა…არყისგან ისეთი “პრიხოდი” მიიღო მანამდე არასდროს მინახავს…
– შენ გაიხარე ჯიგაროო….აი ასეთ დღეში ვარ,ამ პაესტკაში ზაპოი ავიკიდეო…
მიდი მეორეც დაასხი;
-დავასხი და ისევ დავალევინე,მეორე ჭიქა პირველზე უკეთესად წავიდა….თან ხელს ამოწმებს უკანკალებს თუ არა….ხმაურში თავგასამაც გაიღვიძა,ჯერ ბურუსში იყო ისეთი პახმელია ქონდა;
– რას შვრებითო?
– რას და თამაზი დამეხმარა ორი ჭიქა უკვე ჩავარტყიო;
– მეც დამისხითო;
– დავუსხი, მივაწოდე ჭიქა და მანაც მძიმედ გადაკრა….მერე მიაყოლა კიტრის მჟავე და ისევ შეიბრუნა ძილი….
– მოდი მოდი ისევ დაასხიო;
-მოკლედ იქამდე ვასმევდი სანამ ხელი არ გაუსწორდა,
– ვსიო აღარ მიკანკალებსო; – – მოვიდა გია ხასიათზე,ბიჭოო
მაგარი კასეტა მაქვსო, კიევში მაჩუქეს, შემთხვევით მაგნიტაფონს ხომ ვერ დავითრევთო;
-ამ დროს წამოღებული მქონდა მაშინდელი პატარა ერთკასეტიანი “Весна” მაგნიტაფონი,ცოლის დას ვეთხოვე მოსკოვში წამოსაღებად;
– ეხლავე მოვალ შევძახე გიას და წავედი მოსატანად….შევედი თუ არა,ხელში დიდი ბრტყელი “შაიბა” უჭირავს(აი ისეთი, ადრე შოკოლადის ბრტყელი მონეტები რომ იყო);
– ვახ შენ რა კაცი ყოფილხარო და აჰა შენ, მე მაინც არ ვეწევი და შენ და გოგიტას გაგისწორდებათ, მომაწოდა ის შაიბა…
გამომართვა მაგნიტოფონი, ჩადო თავისი კასეტა და ჩართო

– აი ამას ვუსმენდით весна ს მაგნიტოფონში ?
ცოტა კიდევ ვიხალისეთ შემდეგ კი მე და გოგიტა ჩვენ საქმეებზე წაცედით….
საღამოს როცა მოვედით, გიასთან შევიარე ნომერში,შევედი თუ არა მის გვერდით, საწოლზე პაატა ბურჭულაძე იყო ჩამომჯდარი, წინ ისევ წიწაკიანი არყის ბოთლი იდგა,თან ტკბილად ჭუკჭუკობდნენ – თავგასას კი ისევ ეძინა…
– მოდი მოდი კაკრაზ, ერთ ამბავს ვიხსენებდით და მოგიყვებითო;
მეც ჩამოვუჯექი წინ;
– პაატამ დაიწყო
– ახალი წასული ვარ იტალიაში,უკვე კარგად ვიცნობ იტალიას,
ის პერიოდი დამიდგა,როცა ლასკალის სცენაზე პირველად გამოდიხხარ და მაგრად ნერვიულობ;
– მოიცა მოიცა,აქედან მე გავაგრძელებ,მოკლედ რუსთაველის თეატრს გასტროლები აქვთ მილანში,თარიღებიც ვიცით როდის და სად გვაქვს სპექტაკლები,სანამ წავიდოდი პაესტკაში გამახსენდა, რომ პაატა იქ იყო,ავდექი და დავურეკე;
– მანდ თუ ხარ,რუსთაველის თეატრი ჩამოდის გასტროლებზე, თან გნახავ და თან სპექტაკლზეც გპატიჟებ;
– პაატამ ჩამოდით აქ ვარ და დაგხვდებითო….
– მოკლედ ჩავედით მილანში,შევხვდი პაატას, მომატარა მთელი მილანის ღირშესანიშნავი ადგილები,მერე ვიბოდიალეთ კაფე ბარებში, საღამოს მეუბნება, ხვალ კონცერტი მაქვს ლასკალაში, წამო წავიდეთ,განახებ სად გამოვდივარო….იქვე იყო ლასკალა, ავდექით და წავედით…შევედით ამ საოცარ შენობაში,რაღაცა გასასვლელებით სცენაზე ამიყვანა,სცენიდან დარბაზში ჩავედით… სცენაზე დეკორატორები მუშაობდნენ,დეკორაციას აწყობდნენ, ხვალინდელი სპექტაკლისთვის,მოკლედ კაკუნის და გადაძახილების ატმოსფერო იდგა.
– ხვალ ამ სცენაზე პირველად გამოვდივარ;
– აი შენი რიგი და ადგილი…მიმანიშნა პაატამ;
– პატარა პაუზის შემდეგ პაატას უცბად გავეცალე, ავარდი სცენაზე…გავიხედ გამოვიხედე,ისევ დავიჭირე პაუზა, შემდეგ მთელი მონდომებით ვერდის La traviata ს პირველი კუპლეტის არია დავცხე ?

ისეთი შევბერე მეც გამიკვირდა ჩემი თავის, დეკორატორებს რომ გავხედე ისინიც
გაოცებული მიყურებდნენ ? დავამთავრე თუ არა ატყდა ტაში,მადლობა გადავუხადე დეკორატორებს, პაატასკენ წავედი,პაატას ისე ჩავუქროლე,რომ ზედაც არ შემიხედია;
– უცბად პაატა აგრძელებს მოყოლას..
სცენიდან,რომ ჩამიქროლა ამაყად თავ აწეულმა ვაჟბატონმა, შევძახე სად მიდიხარ თქო? არც გამოუხედია აი ასე უტიფრად ყურადღებაც არ მომაქცია ამ ჩათლახმაო…მერე შევყვირე, რა იყოო რა დაგემართა ამისთანა?
– რაღა რა იყოო, შენზე პირველად ვიმღერე ლასკალაშიო,საერთოდ ვინ ხარო ? არადა,ვერაფერი ვუთხარი,მართლა კარგად იმღერა…?
აგვიტყდა სამივეს სიცილი…აი ასე წრუპვა წრუოვით გიამ და პაატამ კიდევ ბევრი ისტორიები გაიხსენეს…
მესამე დღეს გიასთან როცა შევედი ორი თბილისელი გოგონა ყავდა სტუმრად..გავეცანით ერთმანეთს, რის შემდეგ გია მეკითხება შემთხვევით სლავა ზაიცევს ხომ არ
იცობ თქო (Вячесла́в Михайлович За́йцев советский и российский художник-модельер, живописец и график)
– არ ვიცნობ მაგრამ ვიცი ვინც არის.
– შეგიძლია გოგონებს დაეხმარო? ყიდვა უნდათ მისი სალონიდან.
– კი შევძლებ,ეგრევე დავერეკე მის ოფისში,წარუდგინე თავი “ქართული ფილმის” თანამშრომლად,ვთხოვე შეძენა გვინდა ფილმის გადასაღებად და თუ შეიძლება მხატვრებთან ერთად მოვალთ..
– მოკლედ შევთანხმდით და წავედით…აარჩიეს გოგოებმა რის ყიდვაც უნდადოდათ,იყიდეს და დავბრუნდით სასტუმროში.(ზაიცევთან კიდევ ცალკე ისტორია იყო ?)
– გიასთან სუფრა გაშლილი იყო, ჩვენც რათქმა უნდა შევუერთდით..ამ დროს შუა ქეფში შემოდის ლევან აბაშიძე,მოგვესალმა და გიას მამართა – მამი დღეს ვერ მოვალ და მინდა რომ იცოდეო
– გიამ ჩამოასხა ჭიქაში ღვინო და მიაწოდა ლევანს,ეს დგვილიე და წადიო.
– ხომ იცი მამი არ ვსვავ და ვერ დავლევო
– გიამ უცბად გააძრო ” რუჩკა” გადატენა – ეხლაც არ დალევო? თან გაეცინა.
– კი როგორ არ დავლევო – აწია ჭიქა და ცოტა მოსვა
– ბოლომდე მამი
– ლევანიმ როგორც კი ჩაცალა ჭიქა, გიამ ჩემ ყურთან ეგრევე გამოკრა ჩახმახს და გაისროლა ? გაისროლა ოღონდ ჭერში,მე კი მაგ დროს ჩემი დამემართა ?
ასე დამთავრდა ეს დღეც…
დადგა ჩვენი გამზავრების დროც,მე და გოგიტას ერთი ბილეთის ფული გვაქვს ?
მოიცა მოიცა ეხლავე გადავრეკავ და ერთ ას მანეთს გამოვართმევო… აიღო გიამ ტელეფონი და დაურეკა…
– სასტუმრო კოსმოსში ვარ, თუ მოხვალთ მოგცემო…ავდექით და წავედით კოსმოსში…იქაც ცოტა ჩაარტყეს, ასი მანეთიდან ორმოცი გიამ თავისთვის დაიტოვა და სამოცი ჩვენ მოგვცა.
წავედით მე და გოგიტა აეროპორტში და გადმოვფრინდით…ერთი კვირის მერე თავგასა გადმოფრინდა და “ვესნას” მაგნიტაფონი ჩამომიტანა ?
შემდეგი ერთი კვირის მერე გია გადმოფრინდა, მისულა სახლში და მოხდა ის რაც მოხდა ?
მეც ეგ ფაქტი მასმედიისგან გავიგე.
აი ამ ისტორიის მონაწილე ვიყავი.
ლაიქები არ დაგავიწყდეთ ?

სოციალური ქსელი, თამაზ ორაშვილი