ქოც-ექსპერტები გახდნენ ახლა ღიად პრორუსული დაჯგუფება. შეიძლება ზოგიერთი გზა აბნეულიც მოხდა იქ და ვწუხვარ ამაზე. ბოლო სერიაში ალბათ ვნახავთ, რომ მთავარი პრორუსი ირაკლი კობახიძე, შეიძლება გამიჯნულების თავჯდომარე გახდეს – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“ჩვენ გულწრფელად, ევროპის პერსპექტივა გვინდა ამ ქვეყნისთვის, განსხვავებით პრორუსი “ქართული ოცნებისგან”, მოვა დეკემბერიც, ბევრი დრო არ არის დარჩენილი, შემფასებელი ჯგუფიც ჩამოვა და ეტყვიან ამ პრორუს კობახიძეს, გამიჯნულ, თუ გამომიჯნულებს, ყველა ერთნი რომ არიან. ქოც-ექსპერტები გახდნენ ახლა ღიად პრორუსული დაჯგუფება. შეიძლება ზოგიერთი გზა აბნეულიც მოხდა იქ და ვწუხვარ ამაზე. ბოლო სერიაში ალბათ ვნახავთ, რომ მთავარი პრორუსი ირაკლი კობახიძე, შეიძლება გამიჯნულების თავჯდომარე გახდეს”- განაცხადა “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ: მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია, ზაალ მიქელაძე შეუერთდა.