ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის “პრეზიდენტ” ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბაიდენი ზელენსკის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა, რომლის ღირებულება 625 მილიონ დოლარს შეადგენს. მასში დამატებითი იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, მათ შორის „ჰაიმარსის“ სისტემები შედის.
თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც მონაწილეობდა. საუბრის მთავარი მიზანია იმის დემონსტრირება, რომ აშშ არასდროს აღიარებს “რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას”.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკა მომავალშიც მზადაა, ნებისმიერ ადამიანს, ორგანიზაციას თუ ქვეყანას, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას აღიარებენ, დიდი საფასური გადაახდევინოს“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.