მიხეილ სააკაშვილი ძალიან კეთილი ადამიანია და ჰქონდა იმედი, რომ სამშობლოში დაბრუნებისას, დაეხმარებოდა საქართველოს მომავალს, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა ეს საკუთარი კეთილდღეობისთვისა და ინტერესებისთვის გამოიყენა, რაც ძალიან სამწუხაროა – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“იმ ადამიანებს, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გვიყვარს, ერთი წელია ნორმალურად არ გვიძინია. ხოლო იმ ხალხს, რომლებიც მის ირგვლივ არიან, არანაირი ემოცია არ აქვთ, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის, ჩემს ქვეყანაში ნადვილი ომია. მიხეილ სააკაშვილი კი უკრაინის მოაქალაქეა და ჩვენ ვიცავთ მას. ჩემს პირად ცხოვრებაში არის ორი ომი, ერთი ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ “დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები” და მეორე მიხეილ სააკაშვილის ომი.
ვინც უღალატა მიხეილ სააკაშვილს და სპეკულირებდნენ პირადი სარგებლის გამო, მათზე ლაპარაკის დრო ახლა არ არის. დარწმუნებული ვარ, თქვენ მათ იცნობთ. მიხეილ სააკაშვილს არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, ერთადერთი რაც სურს, დაბრუნდეს თავის სახლში და იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეა. ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც მოხდება.
მიხეილ სააკაშვილი ძალიან კეთილი ადამიანია და ჰქონდა იმედი, რომ სამშობლოში დაბრუნებისას, დაეხმარებოდა საქართველოს მომავალს, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა ეს საკუთარი კეთილდღეობისთვისა და ინტერესებისთვის გამოიყენა, რაც ძალიან სამწუხაროა”- განაცხადა ლიზა იასკომ.