რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი წერს, რომ ილონ მასკი ყოჩაღია და ოფიცრის რიგგარეშე წოდების ღირსია.

“ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდების მინიჭება. თუმცა ნაადრევად გაიშიფრა. მისი შემდეგი პოსტი იქნება რამე მსგავსი: “უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა”, – დაწერა მან ტელეგრამზე.

კრემლს კი ძალიან დადებითად მიაჩნია, რომ მასკის მსგავსი ადამიანი ეძებს გამოსავალს უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაციიდან.

“პროფესიონალი დიპლომატებისგან განსხვავებით, მასკი ცდილობს მშვიდობის მიღწევის გზები მოძებნოს. და რუსეთის პირობების შესრულების გარეშე მშვიდობის მიღწევა აბსოლუტურად შეუძლებელია”, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

მასკი აქამდე უკრაინის მხარდამჭერად მიიჩნეოდა, ბოლო განცხადებებით, კი უკრაინელებს იმედი გაუცრუა.

მან ტვიტერზე გამოკითხვები ჩაატარა “უკრაინა-რუსეთის მშვიდობაზე”, ყირიმისა და დონბასის რუსეთთან მიერთებასა და ხელახალი რეფერენდუმის საჭიროებაზე.