ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად მიიღო უკრაინის განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის “პრეზიდენტის” ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა ავრცელებს.
„დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება ოფიციალურად მიიღო უკრაინისგან ნოტის სახით და შემდეგი ეტაპი იქნება ამ განცხადების განხილვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ანუ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე ბრიუსელში“, – განაცხადა ჟოვკვამ.