თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა განახლდა, საქართველოს პირველი ჩოგანი მეუღლეზე, ნელი დოროყაშვილზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაშია ბრალდებული.
დღეს სასამართლო სხდომის დაწყებამდე ნიკოლოზ ბასილაშვილა ჟურნალისტებთან განაცხადა: “თავს დამნაშავედ არ ვთვლი, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”.
ამ წუთებში სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა იკითხება.