ვლადიმერრ ზელენსკი – რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების პასუხისგებისთვის სპეციალური ტრიბუნალი უნდა შეიქმნას

უკრაინის “პრეზიდენტი”ვლადიმერ  ზელენსკი მოითხოვს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რათა უკრაინაში ჩადენილი “დანაშაულებისთვის” რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს პასუხი აგებინონ. ამ განცხადებით მან პარიზში მიმდინარე „ომი და სამართლის“ კონფერენციას მონაწილეებს მიმართა.

„ჩვენ პასუხისგებაში უნდა მივცეთ ისინი, ვისი გადაწყვეტილებითაც დაიწყო ეს ყველაფერი. ისინი, ვინც თავდაპირველი დანაშაული ჩაიდინა. დანაშაული, რომელშიც თავმოყრილია ის ბოროტება, რაც რუსმა ოკუპანტებმა გამოავლინეს. და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი ინსტიტუციური საფუძველი, რომ აგრესიის დანაშაულისთვის პასუხი აგებინოს რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ შეაქო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მუშაობა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებისთვის და აღნიშნა, რომ საჭიროა, დაეხმარონ სისხლის სამართლის სასამართლოს და „უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რათა დაისაჯონ ისინიც, ვისზეც, სამწუხაროდ, ხელი არ მიუწვდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მსოფლიოს ყველა სხვა სასამართლო ინსტიტუტს“.