ცოტა ხნის წინ ცნობილ გახდა, რომ კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო – ინფორმაცია “მთავარს” საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დაუდასტურა.
შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, უკრაინის სასამართლო განიხილავს და აღძრული აქვს საქმე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად:
მისმა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით და უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს დაზარალებულად, უკრაინის იუსტიციის სასამართლო ამას გადაუგზავნის საქართველოს და მიიღებენ გადაწყვეტილებას გადასცემენ თუ არა მოწმის სახით სააკაშვილს – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.