რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ უკრაინის რადას დეპუტატებს მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
მატვიენკოს განცხადებით, შესაბამისი პლატფორმა დიდი ოცეულის ქვეყნების პარლამენტის სპიკერების სამიტი იქნება. რუსეთის სათათბიროს ზედა პალატის ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი კრიზისის მშვიდობიანი გზებით დარეგულირებას ემხრობა.
ამასთან, მატვიენკომ აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინას არაერთხელ შესთავაზა მოლაპარაკებები კრიზისის მოსაგვარებლად და შეთანხმებები პრაქტიკულად მიღწეული იყო.
„სამწუხაროდ, იმ დროს უკრაინა, როგორც ჩანს, იმყოფებოდა რა გარე კონტროლის ქვეშ, უარი თქვა ამ შეთანხმებებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ: ჩვენ ვართ მოლაპარაკებების მომხრე, ჩვენ ვართ დიალოგის მომხრე, ჩვენ ვართ ამ კრიზისის მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტის მომხრე. მოდი, ვილაპარაკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა ვალნტინა მატვიენკომ.