ტაილანდის საბავშვო ბაღში კაცმა 38 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი მოკლა

ტაილანდში, საბავშვო ბაღში კაცმა მინიმუმ 38 ადამიანი მოკლა, საიდანაც 22 ბავშვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს

გამოცემის ცნობით, მასობრივი მკვლელობის შემდეგ, კაცი სახლში წავიდა, სადაც საკუთარი ცოლი და შვილი მოკლა, ბოლოს კი თავი მოიკლა.

თავდამსხმელი პოლიციის ყოფილი ოფიცერია, სახელად პანია კამრაბი, რომელიც სამსახურიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

თავდასხმა ნონ ბუა ლამფუს პროვინციაში დღეს მოხდა, გარდაცვლილთა შორის 22 ბავშვია.