მედიის ინფორმაციით, ტაილანდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სროლის შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა.
ტაილანდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სროლის შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა გახსნა.
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის მცირეწლოვნების გარდა, ზრდასრულებიც არიან.
როგორც მედია იუწყება, პოლიცია თავდამსხმელს ეძებს. თავდასხმის მოტივი უცნობია.
წყარო: itv.ge