უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ნატომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალება არ უნდა მისცეს.
მისივე თქმით, ნატომ ამისთვის „პრევენციული დარტყმები“ უნდა გამოიყენოს.
„რა უნდა გააკეთოს ნატომ? გამორიცხოს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. მაგრამ რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც ეს იყო 24 თებერვლამდე: საჭიროა პრევენციული დარტყმები, რათა მათ იცოდნენ, რა დაემართებათ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.