ბათუმში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსაწავლეები ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს. დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაზიანებების გამო, კლინიკაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, უფროსკლასელებს შორის ურთიერთშელაპარაკება ტელეფონის და მისი აქსესუარის უნებართვოდ აღების გამო დაიწყო, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
სკოლის დირექტორის თანაკლასელებს შორის ჩხუბს ადასტურებს.
„სკოლის გარეთ ტერიტორიაზე მოხდა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან. დაწვრილებით არ ვიცი რა მოხდა, პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს ბავშვი დასაკითხად. მე არ ვიცი რა მოხდა” – განაცხადა დირექტორი.