პოზიციასა და ოპოზიციას შორის განსხვავება წაიშალა, ორივე დიქტატორის გემში ზის, ერთი მარჯვნივ უსვამს ნიჩაბს, მეორე კი მარცხნივ – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“საპარლამენტო რესპუბლიკებში, რაც უფრო მეტია ვადამდელი არჩევნები, მით მეტია განვითარება, მით ნაკლებია კორუფცია. ამათ კი არ უნდათ ახალი არჩევნები, არც ოპოზიციას, არც პოზიციას. ამათ უნდათ 2024 წლამდე ილაილაიონ, ქვეყანა ჭამონ და თუნდაც კისერი იტოხოს მათმა ლიდერმა, რომელიც ციხეშია. თუნდაც კისერი იტეხოს ხალხმა, რომელიც აქედან გაქცევაზეა, თუნდაც კისერი იტეხოს ქვსყნის ბიუჯეტმა, ქვეყნის მომავალმა. მათ ეს არ აინტერესებთ და საქმეც იმაშია, რომ პოზიციასა და ოპოზიციას შორის განსხვავება წაიშალა, ორივე დიქტატორის გემში ზის, ერთი მარჯვნივ უსვამს ნიჩაბს, მეორე კი მარცხნივ”_ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.