კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები რუსეთში იმყოფებიან. ისინი მოსკოვში სპეციალური მიწვევით გაემგზავრნენ.
„პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები ამჟამად იმყოფებიან რუსეთში, სადაც მონაწილეობა მიიღეს „ევრაზიული კავშირის“ ინტეგრაციულ ფორუმში.
ფორუმის ფარგლებში, შედგა დიალოგი რუსეთის ევრაზიული კავშირის მინისტრ სერგეი იურევიჩ გლაზევთან, ფედერაციის საბჭოს სენატორ იგორ ნიკოლაევიჩ მოროზოვთან. საუბარი შეეხებოდა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას, უსაფრთხოებას და იმ შესაძლო ეკონომიკურ პერსპექტივებს, რომლებიც საქართველოსთვის ევრაზიულ სივრცეში იხსნება“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
რუსეთში ვიზიტის შესახებ განმარტება მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამაც გააკეთა.
„კონსერვატიული მოძრაობის ლიდერები ხვდებიან სხვადასხვა გავლენიან პოლიტიკურ წრეებს რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგებისთვის. „ალტ-ინფოს“ ფინანსური კრიზისი გადალახული აქვს, დამატებითი სახსრები მოიძებნა ჩვენს პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად, არამარტო რუსეთიდან, არამედ მსოფლიო ძალიან ბევრი კუთხიდან, მათ შორის უმეტესობა ევროპიდან“, – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.