„ბრიუსელმა მთელი კრიზისი უკრაინის გარშემო საკუთარი ხელით მოაწყო“ – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მიმართა, რომ ბრიუსელმა „უკრაინის გარშემო მთელი კრიზისი საკუთარი ხელით მოაწყო“.

ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ბორელის სიტყვებზე ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე, რომ ევროკავშირის კეთილდღეობა ეფუძნება რუსეთის იაფ ენერგიას. მისი აზრით, „ხალხი ჯერ ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ რუსეთი და ჩინეთი აღარ იქნებიან ის, რაც იყვნენ ევროკავშირის ეკონომიკის განვითარებისთვის, ეს მოითხოვს მის სერიოზულ რესტრუქტურიზაციას“.

„ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს დაავიწყდა დაემატებინა, რომ ევროკავშირმა დაკარგა ეს ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური ელიტის და ევროპელი ბიუროკრატების დიდი არმიის წყალობით, რომელიც მოქმედებდა შეერთებული შტატების ინტერესებით. ბრიუსელმა მთელი კრიზისი უკრაინის გარშემო საკუთარი ხელით მოაწყო“, – განაცხადა ზახაროვამ.