კრემლი ყურადღებით დააკვირდება ყველაფერს, რაც კიევისთვის იარაღის შემდგომ მიწოდებას ეხება და „დიდი შვიდეულის” სამიტიდან მოსალოდნელია დაპირისპირების გაგრძელება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„კიევისთვის იარაღის შემდგომი მიწოდება, ფაქტობრივად, უკვე საკმაოდ ფართოდ გამოაცხადა სხვადასხვა ქვეყანამ, ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით ყველაფერს”, – განაცხადა პესკოვმა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რას ელის კრემლი „დიდი შვიდეულის“ სამიტიდან და როგორი იქნება რეაქცია, თუ მხარეები შეთანხმდებიან კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე.
„სამიტის წინა განწყობა ჩვენთვის გასაგებია, კონფრონტაცია გაგრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მოწვევის აუცილებლობაზე, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდება.