ელისაშვილი – დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი თეორიულად ის არის, რასაც ევროკომისიის რეკომენდაცია ითვალისწინებს

ალეკო ელისაშვილი – ამ კანონპროექტის ისტორია იმით დამთავრდება, რომ კეზერაშვილს, ოქრიაშვილს, ხაზარაძესა და რამდენიმე მდიდარს პოლიტიკაში მონაწილეობა და მედიის დაფინანსება აეკრძალებათ.

– “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი თეორიულად ის არის, რასაც ევროკომისიის რეკომენდაცია ითვალისწინებს და თეორიულად „ქართულ ოცნებას“ მარტივი თავის დასაძვრენი ექნება – დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ხომ დამავალეთ და უკრაინული მოდელი გადმოვიღე, სადაც ერთადერთი პრეცედენტი არისო. „ქართულ ოცნებას“ თავის დაძვრენის საშუალება ექნება, თუმცა, რეალურად, იქ ბიძინა ივანიშვილი ნახსენები არ იქნება და მასზე არ გავრცელდება, რადგან „ქართული ოცნებისგან“ სხვაგვარად მოსალოდნელი არც არის. ამ საკითხის თავი და თავი ის არის, რომ დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ კანონის მიღება, რასაც ოპოზიციის ნაწილი ითხოვდა, ამაო იყო. რთული მისახვედრი არ იყო, რომ აქამდე მივიდოდით. აგერ თქვენ და აგერ მე, ამ კანონპროექტის ისტორია იმით დამთავრდება, რომ კეზერაშვილს, ოქრიაშვილს, ხაზარაძესა და რამდენიმე მდიდარს პოლიტიკაში მონაწილეობა და მედიის დაფინანსება აეკრძალებათ. ეს ამბავი ამით დასრულდება” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

წყარო: ptn.ge