კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ „დე ფაქტო“ კონფლიქტშია ჩართული.
„აშშ უკვე დე ფაქტო ჩართულია ამ კონფლიქტში. ჩვენ გვესმის აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის განცხადებები მათი გეგმების შესახებ, გააგრძელონ იარაღის მიწოდება [უკრაინისათვის] და ამ კონფლიქტის კიდევ უფრო გაჭიანურება, რაც მას მაქსიმალურად მტკივნეულს გახდის უკრაინული მხარისთვის“, – აღნიშნა დმიტრი პესკოვმა.