ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 10 ოქტომბერს უყრაინაზე განხორციელებული სარაკეტო “თავდასხმა” დაგმო და რუსეთის ქმედებებს ტერორიზმი უწოდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
“რუსეთის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები კვლავ დაიბომბა რუსეთის არმიის მიერ. ისინი მიმართულია ქალაქის ცენტრებზე, საცხოვრებელ შენობებზე, გზებზე პიკის საათებში. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი მისი სუფთა სახით”, – თქვა მან.
ნაუსედა თვლის, რომ უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება “ამ ბოროტების დასამარცხებლად”.