ნიკა გვარამია დავით აქუბარდიაზე: ჩემთვის ეს არის მედიის ფორმულა, რომ არ დაგიმალოთ

აქ კავკასიაა და ჩემი ახლო მეგობრები და ბატონ დათოს [აქუბარდიას] მინდა პირველ რიგში მივესალმო. კაცი, რომელიც არცერთი ხელისუფლების არ ყოფილა მაგრამ არცერთი ხელისუფლების მიმართ არ ყოფილა გაბოროტებულად მოწინააღმდეგე. ჩემთვის ეს არის მედიის ფორმულა, რომ არ დაგიმალოთ. – ამის შესახ პატიმრობაში მყოფმა ტვ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

“აქ კავკასიაა და ჩემი ახლო მეგობრები და ბატონ დათოს [აქუბარდიას] მინდა პირველ რიგში მივესალმო. კაცი, რომელიც არცერთი ხელისუფლების არ ყოფილა მაგრამ არცერთი ხელისუფლების მიმართ არ ყოფილა გაბოროტებულად მოწინააღმდეგე. ჩემთვის ეს არის მედიის ფორმულა, რომ არ დაგიმალოთ. არ მიყვარს საუბარი ობიექტურ და სუბიექტურ მედიებზე. ეს უბრალოდ არ არსებობს. მედიის ფორმულაა, იყო ყოველთვის ხელისუფლების კრიტიკოსი, მაგრამ არ იგონებდე კრიტიკის საბაბს. დათო არის ამის სიმბოლო, მინდა ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ჩვენთან მედიები, რომლებიც ყოველთვის ხელისუფლების მხარეს არიან, ამას ნამდვილად სჭირდება მოხერხება. და ყოველთვის ხელისუფლების მხარეს იქნებიან, რაც მთავარია.

ამიტომ, მე ჩემს მოკავშირეებს აუცილებლად მინდა ვუთხრა, ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში პირველი ანტიდასავლური ძალაა ხელისუფლებაში, კოალიციაში არა, პირდაპირ ხელისუფლებაში, ეს ძალა კიდევ უფრო გამოხატავს, აი ეს არის სუფთა კრისტალი და არა “ქართული ოცნება”, როცა ამ ძალას ხაზგასმით და აფიშირებულად აქვს პოსტვ, და ხო არ იცით რაში დასჭირდა აფიშირებულად ჩვენება, რომ ტელევიზია აქვს?! ამით გვითხრეს, რომ ეს არის სახელისუფლებო ძალა, და მომავალშიც სახელისუფლებო ძალა, იმიტომ რომ სახელისუფლებო ძალას აუცილებლად უნდა ჰყავდეს ტელევიზია. ეს ასეა ამ ქვეყანაში. უკვე ათეულობით წლებია ასეა.” – ნიკა გვარამიამ.