რუსეთის სარაკეტო-საჰაერო შეტევები უყრაინის ინფრასტრუქტურაზე გრძელდება – რა შედეგს მოიტანს ეს?

11 ოქტომბერს, დილით, რუსეთმა განაგრძო სარაკეტო დარტყმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. და ერთი დღით ადრე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ასზე მეტი დისტანციური რაკეტა გაისროლეს უკრაინის სამიზნეებზე – ეს დიდი ხანია არ მომხდარა. რას ნიშნავს ეს დარტყმები სამხედრო თვალსაზრისით, რა ეფექტი ექნება მათ და რატომ ვერ გაუმკლავდა მათ უკრაინის საჰაერო თავდაცვა?


„დღეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო კონტროლის, კავშირგაბმულობის და ენერგეტიკული სისტემების ობიექტებზე შორი დისტანციის მაღალი სიზუსტის იარაღით მასიური დარტყმა მიაყენეს. მიზანი მიღწეულია. ყველა დასახულ სამიზნეს მოხვდა“ – ასე ჟღერს თავდაცვის სამინისტროს 10 ოქტომბრის ტრადიციული ანგარიშის დასაწყისი. მასში თითქმის ყველაფერი ტრადიციული იყო, გარდა საკუთრივ ამ შეტყობინების ფაქტისა.

დარტყმები განხორციელდა რუსული შორი მოქმედების იარაღის მთელი სპექტრით. გამოყენებულ იქნა შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებაზე მყოფი, ასევე ხმელეთზე ბაზირებული ფრთოსანი რაკეტები X-101 და X-55 (555),  აგრეთვე ე. წ. კამიკაძე-დრონები, სულ ბოლო დროს სახელმოხვეჭილი ირანული წარმოების “Geran-2”-ები.

სხვათა შორის, ბედის ირონია ის არის, რომ საბჭოთა წარმოების X-55 რაკეტები  უკრაინამ თავის დროზე რუსეთს დაუთმო, გაზზე ვალების დასაფარად. არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ სწორედ ეს ძველი სამხედრო ნაწარმი გამოიყენება უკრაინის დასაბომბად.

რუსეთს ასეთი მასშტაბის სარაკეტო დარტყმები თებერვლის შემდეგ, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდანვე არ განუხორციელებია. უკრაინის გენერალური შტაბისა და მრავალი ღია წყაროს ცნობით, შორ მანძილზე გასროლილი რაკეტების საერთო რაოდენობამ ასს გადააჭარბა (ზოგიერთი შეფასებით, 150-200-მდე). ამ დარტყმის სამიზნეები, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკის, სამხედრო სარდლობისა და კავშირგაბმულობის ობიექტები იყო. „მიზანი მიღწეულია. ყველა დანიშნული ობიექტი დაზიანებულია“, – აცხადებენ რუსეთის სამხედრო დეპარტამენტში.

და მართლაც – 10 ოქტომბერს მთელი დღე უკრაინიდან იყო ცნობები კონკრეტულ ქალაქებში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ. საღამოს გაირკვა, რომ უკრაინამ, სულ მცირე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკარგა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობა, რასაც ბოლო დრომდე მნიშვნელოვან შემოსავალი შემოჰქონდა კიევისთვის. 11 ოქტომბერს დილით გამოცხადდა ელექტროენერგიის “მარაოსებრი” გამორთვების შესახებ უკრაინის რიგ რეგიონებში და დედაქალაქშიც კი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები – ქვესადგურები, თბოელექტროსადგურები, გამანაწილებელი კვანძები – მართლაც მასობრივად გამოიყვანეს მწყობრიდან. ამას აქვს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობა (როგორც პასუხი ყირიმის ხიდის ტერაქტზე), არამედ წმინდა სამხედროც.

უპირველეს ყოვლისა, სამხედრო თვალსაზრისით, ელექტროქვესადგურების გამორთვა მკვეთრად ზღუდავს ელექტრიფიცირებული რკინიგზის ექსპლუატაციის შესაძლებლობებს.

უკვე გავრცელდა განცხადებები, რომ უკრაინის რკინიგზა, რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი დარტყმების შემდეგ, ზოგიერთ მარშრუტზე ელექტროწევიდან დიზელზე გადადის. ამრიგად, საბრძოლო ხაზზე იარაღის, საწვავის, საბრძოლო მასალისა და პერსონალის მიწოდება მკვეთრად მცირდება. არადა, მხოლოდ საარტილერიო ჭურვების მოხმარება მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების დროს შეიძლება შეადგენდეს ათიათასობით ერთეულს დღეში. მოსალოდნელია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი იმპულსი, რომელიც პრაქტიკულად ჩამქრალია ბოლო დღეებში, ახლა მთლიანად ჩაიფუშება.

მოსალოდნელია, რომ უკრაინა უახლოეს დღეებში რკინიგზის ელექტრომომარაგების აღდგენაზე დახარჯავს. ამ დროისთვის, ლიანდაგებზე ჩარჩენილი მატარებლები დიზელის ლოკომოტივებით მიაქვთ უახლოეს სადგურებამდე და ასეთი ვაგიონები იქ დიდი რაოდენობით დაგროვდებიან. ეს დაჯგუფებული ეშელონები შეიძლება გახდეს რუსეთის შემდეგი დარტყმების სამიზნე. ყოველ შემთხვევაში, ამას წმინდა სამხედრო ლოგიკა გვკარნახობს.

მიყენებული დარტყმების მასშტაბი, რაოდენობა, გეოგრაფია ვარაუდობს, რომ ოპერაცია საგულდაგულოდ და ღრმად იყო მომზადებული. რუსეთის შტაბებს ეს რამდენიმე კვირის წინ მაინც უნდა შეემუშავებინათ. სამიზნეები დიდი ხანია იყო დასახული, შედგენილი იყო მარშრუტები მძიმე ბომბდამშენების ეკიპაჟებისთვის, დარჩა მხოლოდ შეკვეთის მიღებისთანავე შესაბამისი პაკეტების გახსნა კლასიკური სქემის მიხედვით.

ეჭვგარეშეა, რომ ეს დარტყმა მოულოდნელი იყო უკრაინისთვის – თუნდაც ყირიმის ხიდზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ მოვლენების განვითარების ყველა პროგნოზირებადობის მიუხედავად. არაერთი წყარო იუწყება, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები უძლური იყო რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და კამიკაძე-უპილოტო-თვითმფრინავების წინააღმდეგ. ათავისი როლი იმანაც შეასრულა, რომ უყრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთს უკვე მანამდე ჰქონდა განადგურებული. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ისიც, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში არ უტევდა კიევს, რის გამოც საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ადრე უკრაინის დედაქალაქს ფარავდნენ, გადატანილი იქნა სხვა მიმართულებებზე.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ეფექტურობა რუსი სამხედრო სარდლების დახელოვნებამაც შეასუსტა. რუსეთის სარდლობამ, როგორც ჩანს, სწორი დასკვნები გამოიტანა წინა მსგავსი დარტყმებიდან.

შეგახსენებთ, რომ ადრე, ყველაზე ხშირად, ასეთი დარტყმები ხორციელდებოდა რამდენიმე – 20-30-მდე რაკეტით და არა მეტი. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მომუშავე აშშ-ს სადაზვერვო საშუალებები ხედავდნენ ამ რაკეტების გაშვებას რეალურ დროში, რაც ნიშნავს, რომ მათ შეეძლოთ გაეფრთხილებინათ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები დიდი ხნით ადრე, სანამ რაკეტები უკრაინის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდოდნენ. ფაქტობრივად, შეერთებული შტატების წყალობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხშირად წინასწარ იცოდნენ, რომელი მიმართულებიდან და რომელ საათზე უნდა მოელოდნენ რუსული შორი მოქმედების რაკეტების მოფრენას.

ასეთი ინფორმაცია რადიკალურად უწყობს ხელს საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი გაფრთხილების წყალობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეეძლოთ აქტიური სარადარო რეჟიმის ჩართვა ფაქტიურად წამების მანძილზე, რათა თავდამსხმელი რაკეტისთვის მისი ფრენის ბოლო მონაკვეთში დაერტყათ. რაც უფრო ნაკლებად მუშაობდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რადარი, მით უფრო უჭირდა რუსეთის ჯარებს მისი აღმოჩენა და განადგურება.

მაგრამ 10 ოქტომბერს რუსული ჯარები სულ სხვაგვარად მოქმედებდნენ. ჯერ ერთი, დარტყმა იყო მართლაც მასირებული, რუსებმა ერთდროულად გამოიყენეს ათობით რაკეტა. მეორეც, სხვადასხვა ტიპის ეს ათეულობით რაკეტა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიმართულებიდან მიფრინავდა, რათა მიზანს ერთდროულად მიახლოვებოდნენ სხვადასხვა მიმართულებიდან.

ასეთ პირობებში საჰაერო თავდაცვა გადატვირთულია. მაშინაც კი, თუ რაკეტების გაშვება წინასწარ ჩანს, მათი ერთდროული ჩამოსვლა სამიზნეზე სხვადასხვა მიმართულებიდან საჰაერო თავდაცვას უძლურს ხდის და იგი წინააღმდეგობის ვეღარ უწევს მომხდურ რაკეტებს.

დაბოლოს, რაკეტები გაშვებული იქნა მინიმუმ სამ, და შესაძლოა ოთხ ტალღაზეც კი, რათა გაენადგურებინათ სამიზნეები, რომლებიც, ამა თუ იმ მიზეზით, პირველად არ მოხვდნენ მიზანს. ამ გაშვებების დიდი რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა შესძლო მნიშვნელოვნად გაეზარდა რაკეტების მატარებლებისა და პლატფორმების რაოდენობა, საიდანაც ამ რაკეტების გასროლა შეიძლება. და, მათ შორის შორის დისტანციური ბომბდამშენი ავიაციის ეკიპაჟების რაოდენობაც, რომლებიც გაწვრთნილნი არიან სათანადო წესით. ნათლად დადასტურდა უკრაინული პროპაგანდის მტკიცების სიცრუე, რომ „რუსეთს რაკეტები ამოეწურა“.

ამრიგად, სარაკეტო დარტყმების პოლიტიკურ და ემოციურ მიზნებს რუსეთმა სრულად მიაღწია. უკვე ითქვა, რომ რუსეთის მიერ მიყენებულ დარტყმებს, უპირველეს ყოვლისა, ინდიკატური მნიშვნელობა ჰქონდა – დემონსტრირება იმისა, თუ რა მოუვიდოდა უკრაინას, თუ იგი გააგრძელებდა ტერორისტული ტაქტიკის განხორციელებას.

თუმცა, ისინი გრძელვადიან სამხედრო მნიშვნელობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენენ, თუ მომდევნო დღეებში იმავე ფორმით გააგრძელებენ მოქმედებას. საბრძოლო ეფექტურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ასეთი ოპერაციების არა მხოლოდ ინტენსივობა, არამედ რეგულარულობაც. 11 ოქტომბრის დილით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაგრძელდა, თუმცა ოდნავ უფრო მცირე მასშტაბით. მათ რეალურ შედეგებზე საომარი მოქმედებებისთვის, უფრო სრულად, შეიძლება, რამდენიმე დღეში ვიმსჯელოთ.

 

ნიკოლაი გულიევი, “ვზგლიადი”