თეთრი სახლი – ვლადიმერ ზელენსკისთან საუბრის დროს, ჯო ბაიდენი უყრაინას საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემების მიწოდებას დაჰპირდა

უყრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უყრაინის პრეზიდენტი ვლადიმერრ ზელენსკი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მას ჯო ბაიდენთან ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა, რომლის მთავარი თემაც საჰაერო თავდაცვა იყო.

„მქონდა ნაყოფიერი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. განხილვის მთავარი თემა საჰაერო თავდაცვა იყო. ახლა ეს ნომერ პირველი პრიორიტეტია ჩვენს თავდაცვით თანამშრომლობაში. ამერიკის ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის „დიდი შვიდეულის“ მკაცრი პოზიციისა და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხში“, – წერს ზელენსკი.

ზელენსკისა და ბაიდენის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე. პრეზიდენტი უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა, საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემების ჩათვლით.