ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმათ მიმართავს, ვინც უკრაინის გამარჯვებაზე საუბრობს.
“ვინც ახლა უკრაინის უპირობო გამარჯვებაზე ლაპარაკობთ, ნება მიბოძეთ, არ დაგეთანხმოთ!
უფრო მეტიც, თავს უფლებას მივცემ, ღრმა პატივისცემით და დიდი მოკრძალებით გიწოდოთ უიმედო იდიოტი!
ქვეყანა ნადგურდება, ყველაფერი ინგრევა და იწვის, რა გამარჯვება, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?! “, – წერს მძინარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს.