ძენის შმიგალი – უყრაინელები მძიმე ზამთრისთვის უნდა მოემზადონ და საჭირო ნივთები მოიმარაგონ

უყრაინელები მძიმე ზამთრისთვის უნდა მოემზადონ და საჭირო ნივთები მოიმარაგონ, – ამის შესახებ უყრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

შმიგალის თქმით, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააგროვა საკმარისი რაოდენობის ენერგორესურსები, მოამზადა ქსელები, შეიძინა დამატებითი აღჭურვილობა და შეაკეთა დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

„ნუ გავალამაზებთ რეალობას, ეს ზამთარი რთული იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, საფუძვლიანად მოემზადონ ზამთრისთვის. სასურველია, თითოეულ ოჯახს ჰქონდეს საჭირო ელემენტარული ნივთების მარაგი: თბილი ტანსაცმელი, სანთლები, სანათები, ე.წ. ბატარეები. მნიშვნელოვანია ამის მომზადება იმ შემთხვევაში, თუ სინათლე ან სითბო გაქრება მასიური სარაკეტო შეტევების შედეგად“, – განაცხადა უყრაინის პრემიერ-მინისტრმა.