ელიზბარაშვილის თავშესაფარი: ნუ ხართ ქვეშაფსია ლაჩრები, კეთილი ინებეთ და ლეკვობიდან გაზრდილი პიტბული დატოვეთ სახლში!

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამაზ ელისბარაშვილის თავშესაფარი ავრცელებს:

გაივსო თავშესაფარი სახლიდან გამოგდებული პიტბულებით.

კატეგორიულად ვაცხადებ, რომ დღეის იქით აღარ მივიღებ პიტბულს თავშესაფარში, კეთილი ინებეთ და ლეკვობიდან გაზრდილი ეს ჯიში დაიტოვეთ სახლში, ნუ ხართ ქვეშაფსია ლაჩრები.

თუ აგრესია აქვს პატრონის მიმართ, მაშინ წაიყვანეთ კლინიკაში და იცით რა უნდა გააკეთოთ, ქუჩაში რომ ტოვებთ აგრესიულ პიტს, ამით ხომ სხვის სიცოცხლეს აყენებთ საფრთხეში?

დღეს გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან მივიღე ეს ძალიან წყნარი და ჭკვიანი ხვადი პიტბული. პატრონმა ქუჩაში დატოვა, მიზეზი უცნობია ?