მელიტონ ქანთარიას ძმის შვილიშვილი დონბასში მოხალისედ წავიდა

გიორგი ქანთარია – საბჭოთა კავშირის გმირის, მზვერავ მელიტონ ქანთარიას ძმის შვილიშვილი,  მოხალისედ ჩაეწერა და დონბასში რუსეთის დამცველი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძოლებს, – იუწყება REN.TV.

გიორგი ქანთარიამ განმარტა, რატომ გადაწყვიტა სპეცოპერაციის ზონაში გამგზავრება:

“უწინარესად, გვარის გამო, რადგან საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის თავის არიდების მიზნით სომხეთსა და საქართველოში წასვლასაც კი მთავაზობდნენ, მაგრამ მე აქ დავიბადე, სამხედრო სამსახური გავიარე რუსეთში, ჩემი მშობლებიც აქ ცხოვრობენ, ამიტომ გადავწყვიტე, წავიდე მოხალისედ”.

მისი თქმით, ვინც მობილიზაციას გაურბის, უბრალოდ, წინაპრებს არცხვენს. ქანთარია ამბობს, რომ ოჯახში ყველას ჰყავს საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებიც ბრძოლის ველიდან არ გაქცეულან.

 

ლუკა მაისურაძე,

საქართველო და მსოფლიო