გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევში მდებარე გერმანიის საელჩოს შენობას, სადაც სავიზო განყოფილებას რუსული რაკეტები მოხვდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კრისტიან ვაგნერმა დედაქალაქ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კიევში მდებარე საელჩოს შენობა, სადაც სავიზო განყოფილებაა, დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
ვაგნერის თქმით, აღნიშნული შენობა თვეების განმავლობაში არ გამოიყენებოდა და რუსული რაკეტების ჩამოვარდნის დროს შენობაში დიპლომატები არ იმყოფებოდნენ.
უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა დილით დედაქალაქ კიევის ცენტრში ზოგიერთ წერტილში 75 რაკეტა გაუშვა, რომელთაგან 41 განეიტრალებული იქნა.
“TRT-ქართული”