ასლან ბჟანია აფხაზეთის ბიზნესმენებს ჯარის დაფინანსებისკენ მოუწოდებს

აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია,  აფხაზეთის ბიზნესმენებს ჯარის დაფინანსებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ბჟანიამ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ვიცეპრემიერი სერგეი პუსტოვალოვის ანგარიში მოისმინეს, ასევე სამობილიზაციო მზადყოფნის ამაღლების საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, საუბარი იყო აფხაზური ჯარის თანამედროვე საშუალებებით უზრუნველყოფაზე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოხუმის  საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან აფხაზეთზე თავდასხმის რისკი ჯერ კიდევ არსებობს. ამის შემდეგ  აფხაზეთშუ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

ოფიციალურად აფხაზეთში მობილიზაცია არ გამოცხადებულა, მაგრამ ამის შესაძლებლობაზე რეგულარულად საუბრობენ.