საფრანგეთის ელჩი – ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და ამისთვის აუცილებელია ფოკუსირება პროდასავლურ დღის წესრიგზე.
როგორც ცნობილია, საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი, ჩვენს ქვეყანაში თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს. მან თავისი სამწლიანი მუშაობა შეაფასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
– “ვფიქრობ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კარგია, მაგრამ ის შეიძლება ამაზე უკეთესიც იყო, ვიდრე ახლაა. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს. მნიშვნელოვანია, რომ ქართველები გაერთიანდნენ და იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომ ამ მხარდაჭერის მიმღებნი გახდნენ. ამისთვის აუცილებელია ფოკუსირება რეფორმების დღის წესრიგზე, პროდასავლურ დღის წესრიგსა და ერთიანობის მინიმალურ ხარისხზე, რათა აშენდეს ეს ჯანსაღი, ძლიერი დემოკრატია, რომლის მოლოდინიც გვაქვს, რომ ვიხილავთ საქართველოში” – აღნიშნა მან ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე საუბრისას.
– “ქართველებმა უნდა გააერთიანონ ძალები, რათა მიაღწიონ იმ დიდ რაღაცას, რასაც ახლა გთავაზობენ, რაც წარსულში სულაც არ იყო შესაძლებელი, რათა მოხდეს შესაძლებლობების გამოყენება. ამასთან, „ძალა ერთობაშია“ საქართველოსა და მის მეგობრებს შორის, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი ევროპული ოჯახის, მთელი დასავლური ოჯახის ერთიანობა, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა საქართველო. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ერთად ვიქნებით და ვიპოვით გზებს ერთად მუშაობისთვის, რათა ერთობლივად ავაშენოთ ეს ახალი და იმედისმომცემი რეალობა” – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
წყარო: newposts.ge