ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში.
დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაურის თქმით, 1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის – ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება.
– “დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. 1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის – ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება. ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე. მერაბ კოსტავას უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში” – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
წყარო: 1tv.ge