უბედური შემთხვევა ყველგან ხდება, მკვლელობა არავის უნდა დააბრალო ვინც არ უნდა იყოს – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავჯდომარემ გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“რა თქმა უნდა, უბედური შემთხვევები შეიძლება მოხდეს ყველგან, იქ სადაც სისტემური კორუფცია არ არის ნაწილი ყოველდღიური ცხოვრების. პირადად მე ასეთი ტრაგედიის დროს, მამოძრავებს ინსტიქტი, პირდაპირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი არ დავიწყო ხოლმე და ახლაც არ მსიამოვნებს ამაზე საუბარი. დღეს პირადად ჩემთვის მაპროვოცირებელი იყო, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რეაქცია…
უბედური შემთხვევა ყველგან ხდება, მკვლელობა არავის უნდა დააბრალო, ეს არ შეიძლება ვინც არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიება, ოღონდ ბუნებრივია, ნდობის თვალსაზრისით საზოგადოების მხრიდან, დიდი ხარვეზი არსებობს”- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.