გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი და კორუმპირებული კალაძე! – ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ეხმაურება.
“გუშინ ბატონმა კალაძემ ზარ-ზეიმით გახსნა ვაკის პარკი. დღეს რეაბილიტირებულ შადრევანში დაიღუპა 13 წლის ბავშვი. არის ეს ერთჯერადი და შემთხვევითი მოვლენა?! – არა! როდესაც ხელისუფლება აქვთ მიტაცებული არაკომპეტენტურ, უცოდინარ, სისტემურ კორუფციაში ჩაფლულ ადამიანებს, ყველა მიმართულებით მომაკვდინებელი ეფექტი გვაქვს და გვექნება! სადაც არ არის დანერგილი თანამედროვე, დემოკრატიული მართვის სისტემები, ყველგან არის უკუსვლა და სიკვდილი!
დიახ, კალაძე არის არაკომპეტენტური და კორუმპირებული მერი – მას ავტობუსების შესყიდვებთან დაკავშირებით პასუხი დღესაც არ გაუცია, მაგრამ მოუწევს! ამ ბავშვის სიკვდილი კალაძის და ივანიშვილის კისერზეა. მათ შექმნეს ისეთი საქართველო, სადაც არამარტო მაღალი ძაბვით, არამედ თბილისის ქუჩებში, ყოველდღე ან კრიმინალურ გარჩევებში იხოცებიან ადამიანები, ან შიმშილით კვდებიან, ან გარბიან საქართველოდან!
უსწრაფესად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ყველა დამნაშავე და გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი და კორუმპირებული კალაძე!” წერს კახა ოქრიაშვილი.