საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ბირთვული იარაღით არ უპასუხებს, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
„ჩვენი [ბირთვული] დოქტრინა ეყრდნობა ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს. ის მკაფიოდ განსაზღვრულია და მასზე უშუალო გავლენა არ მოხდება, თუ, მაგალითად, უკრაინაში, რეგიონში ბალისტიკური ბირთვული თავდასხმა მოხდება“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მაკრონმა დეტალურად განიხილა საფრანგეთის ბირთვული შეკავების დოქტრინა უკრაინასთან დაკავშირებით. მან დასძინა, რომ ამ თემაზე ზედმეტი საუბარი კარგი არ არის.