ნიკა მელია: კალაძე უნდა მიხვდეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ტვირთად

გადავდგებოდი [მერი რომ ვყოფილიყავი], მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა. რაღაცას ხომ აქვს საზღვარი? – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

ნიკა მელიას თქმით, ის რაც დღეს მოხდა კორუფციის შედეგია.

“მიჭირს ამ საკითხზე საუბარი, ნებისმიერი მშობელი შეიძლება ყოფილიყო იმ ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მშობლების ადგილზე. სოლიდარობასაც კი ვერ გრძნობ ხელისუფლებისგან. მაგრამ, უნდა ვისწავლოთ და ავაღებინოთ პასუხისმგებლობა. არა ინფრასტრუქტურული, არა სამეურნეო, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მიხვდეს კალაძე.

გადავდგებოდი [მერი რომ ვყოფილიყავი], მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა. რაღაცას ხომ აქვს საზღვარი? კორუფციის შედეგია ეს ყველაფერი, კორუფცია კლავს, კორუფციაა მოწიკწიკე ბომბი ყველა გარემოში, ყველა ერთი შეხედვით უსაფრთხო ადგილას. კორუფცია ამას გულისხმობს, ხარისხი რომ კლებულობს, ფულს რომ იპარავს ეს ხალხი. კალაძე უნდა მიხვდეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უნდა აიღოს ტვირთად. არ გამოვა რიგითი პროექტის განმახორციელებელზე ჯოხის გადატეხვა” – განაცხადა ნიკა მელიამ.

სამი ბავშვიდან ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც დღეს ვაკის პარკშის შადრევანის აუზში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა