პრაღაში მთავრობის გადადგომას, ბუნებრივი აირის შესყიდვაზე კონტრაქტის რუსეთთან გაფორმებას და ნატო-დან და ევროკავშირიდან გასვლას ითხოვენ.
პრაღაში, ვაცლავის მოედანზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სახელწოდებით “ჩეხეთის რესპუბლიკა პირველ ადგილზე“. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქციები ჩეხეთის სხვა ქალაქებშიც იმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას, ბუნებრივი აირის შესყიდვასთან დაკავშირებით კონტრაქტის პირდაპირ რუსეთთან გაფორმებასა და ნატო-დან, ევროკავშირიდან, გაერო-დან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციებიდან ჩეხეთის გასვლას ითხოვენ.
– “როიტერის” ცნობით, იგივე შინაარსის საპროტესტო აქცია სექტემბრშიც გაიმართა და მას არანაკლებ 80.000-მდე ადამიანი დაესწრო.
წყარო: ptn.ge