ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.
“შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს.
როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
სამი ბავშვიდან ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც დღეს ვაკის პარკშის შადრევანის აუზში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა