საქართველოს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობისკენ წინსვლასთან ერთად – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირში გაწევრების პროცესის ფარგლებში გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის შეცვლასა და განახლებაზე მუშაობა დაწყებულია.

– “საქართველოს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობისკენ წინსვლასთან ერთად. ევროკავშირში გაწევრების პროცესის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საბჭო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ერთობლივად მუშაობენ გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციისა და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის შეცვლასა და განახლებაზე. მიმდინარე საპარლამენტო განხილვები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე. იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ვაპირებთ, რომ დავაინიციროთ და მივიღოთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

წყარო: itv.ge