დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმამ, თენგო ბასილაშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა.
თენგო ბასილაშვილმა სასამართლოში ნეკა დოროყაშვილის ის მოთხოვნები გაიხსენა.
“ნეკა დოროყაშვილის ითხოვდა ყველანაირი უძრავი ქონების გადაფორმებას. ნიკაც დათანხმდა, რომ პროვოკაცია და რამე რომ არ ყოფილიყო….
500 ათას დოლარს ითხოვდა, ვაკეში სახლს თავისი პარკინგებით და შემნახველებით, მცხეთის ქუჩაზე სახლს რა სახლიც აჩუკა ნიკა ლუკას მაგ სახლს ითხოვდა, გოგებაშვილის ქუჩაზე კომერციულ ფართს, პარკინგს და ყოველთვიურად ითხოვდა 18 000 ლარს ალიმენტს”, – განაცხადა თენგო ბასილაშვილმა.