აშშ-ის კონგრესი დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე ჩვენების მისაცემად იძახებს

აშშ-ის კონგრესი დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე ჩვენების მისაცემად იძახებს.

აშშ-ის კონგრესი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე ჩვენების მისაცემად იძახებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ შეერთებული შტატების კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეს იძიებს, ყოფილი პრეზიდენტის ჩვენების მისაცემად გამოძახებას მხარი დაუჭირა.

მედიის ინფორმაციით, ეს არის ნაბიჯი, რომელმაც დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გამოიწვიოს.

ტრამპის გამოძახების გადაწყვეტილებას მხარი კომიტეტის ცხრა წევრმა, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის შერჩეული კომიტეტის შვიდმა დემოკრატიულმა და ორმა რესპუბლიკელმა წევრმა დაუჭირეს.

– “ის პასუხისმგებელია. მას მოეთხოვება პასუხი თავის ქმედებებზე. მას მოეთხოვება პასუხი იმ პოლიციელებზე, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე ჩვენი დემოკრატიის დასაცავად გაიღეს. მას პასუხი უნდა გასცეს მილიონობით ამერიკელს, რომლებმაც ხმები მისცეს” – განაცხადა კოლეგიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ბენი ტომპსონმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაღუპა.

წყარო: newposts.ge