ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა.

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ წევრებს საბჭოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო.

დავით სერგეენკოს განცხადებით, მოკვლევამ 7 ძირითადი მიმართულება მოიცვა. ესენია: დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი; ალტერნატიული ზრუნვის სისტემა; პრევენციული და ოჯახის მხარდამჭერი პროგრამები; ბავშვთა სიღარიბე; ბავშვთა დაცვა ძალადობისგან; ბავშვთა შეზღუდული შესაძლებლობის შეფასება და სტატუსის დადგენის სისტემის რეფორმა. მისი თქმით, საბჭო გეგმავს ზეპირი მოსმენები გამართოს ბავშვთა კოდექსის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელ უწყებებთან. შეხვედრაზე წევრებმა ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს და საბჭოს საქმიანების პრიორიტეტები განსაზღვრეს.

– “სხდომაზე, საბჭოს წევრებს გავუზიარეთ მოკვლევის შედეგები შვიდ მთავარ პრიორიტეტზე, რომლებზეც დაფუძნებულია ბავშვთა კეთილდღეობა. დისკუსიის რეჟიმში გამოიკვეთა ის მიმართულებები, რაზეც მუშაობა გასაძლიერებელია. ასევე, მიმდინარე საშემოდგომო სესიის პერიოდში დაიგეგმა საპარლამენტო მოსმენები იმ უწყებებთან, რომლებიც ბავშვთა კოდექსის იმპლემენტაციაზე არიან პასუხისმგებლები” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

წყარო: itv.ge