,,თუ გარდაცვალება დასაწყისია, გერმანიაში რატომ დაჰყავთ ეს გარდაცვალების აღსაკვეთად?” – ასე ეხმიანება გამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილს, რომელშიც სრულიად ილია მეორე ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაღუპული მოზარდის მშობლებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
▪️ აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, – სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა.
ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის.
ღმერთი იყოს თქვენი შემწე.
პატივისცემით,
⛪ ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი