ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 34 წლის კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ერგეში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი დახვდათ.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: ptn.ge