მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ცნობისთვის, ვაკის პარკში გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ბავშვები შადრევანთან თამაშობდნენ, რომლებსაც ბურთი ჩაუვარდათ შადრევანის აუზში. 2 ბიჭი ბურთის ამოსაღებად ჩავიდან აუზში, თუმცა იქიდან ამოსვლა ვერ მოახერხეს. ამ დროს მათ საშველად გოგონა ჩავიდა. ვერცერთი მათგანი ვერ ახერხებდა აუზიდან ამოსვალას. სამივეს დენმა დაარტყა.
ბავშვების გადასარჩენად აუზში მამაკაცი ჩავიდა, რომელსაც თვითმხილველების თქმით დენი ურტყამდა, თუმცა ბავშვები არ მოუტოვებია და აუზიდან ამოყვანა.მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ბავშვების გადასარჩენად აუზში ჩავიდა ვაკის პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილია.
3 ბავშვიდან ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხოლო 2 ბიჭი თბილისში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული. ექიმის თქმით, ერთერთი დაშავებული ბიჭი რეანიმაციაშია მოთავსებული.
ბავშვები თბილისის №55 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტორს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.