ლონდონის ნაციონალურ გალერეაში გამოფენილ ვან გოგის ნახატს ეკოაქტივისტებმა ტომატის სუპი მიასხეს.
ეკოაქტივისტებმა ვან გოგის ნახატს „მზესუმზირები“, რომელიც ლონდონის ეროვნულ გალერეაში კიდია, ტომატის სუპი მიასხეს, შემდეგ კი ხელზე წებო წაისვეს და კედელს მიეწებნენ.
კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ სამოქალაქო წინააღმდეგობის გზით მებრძოლი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Just Stop Oil-ის თანახმად, ამგვარი ქმედებით აქტივისტები შეეცადნენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას.
„რომელი უფრო ძვირფასია, ხელოვნება თუ სიცოცხლე?” „ეს საჭმელზე მეტად ფასობს?” „სამართლიანობაზე მეტად?” „ჩვენი პლანეტისა და ხალხის დაცვაზე უფრო მეტად ნახატის დაცვაზე ზრუნავთ?” – ეკითხებიან საზოგადოებას 21 წლის ფიბი პლამერი ლონდონიდან და მასთან ერთად მყოფი 20 წლის ანა ჰოლანდი ნიუკასლიდან.
ორივე ეკოაქტივისტი ზიანის მიყენებისა და ნახატთან არსებულ დაცვის ზონაში უკანონო შეღწევის გამო დააკავეს. Just Stop Oil-ის თქმით, ნახატი მინის საფარქვეშ იყო მოთავსებული და ალბათობა იმისა, რომ იგი დაზიანდა, ზალზედ მცირეა.