“ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთი რაღაც წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს” – ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე

“ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთი რაღაც წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს” – რა თქვა “გრინსერვისის“ დირექტორმა გამოკითხვის შემდეგ?

ძა­ლი­ან არ მინ­და ვთქვა, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი რა­ღაც წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხულ ქმე­დე­ბას ჰგავს, – ამის შე­სა­ხებ „გრინ­სერ­ვის პლუ­სის“ დი­რექ­ტორ­მა ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძემ ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვევ სა­ვა­რა­უ­დო მი­ზეზ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძის თქმით, შად­რე­ვა­ნი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ტეს­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და და ვე­რა­ნა­ი­რი დარ­ღვე­ვა ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

– “სხვას მე ვე­რა­ფერს ვერ ვი­ტყვი, გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი წინა დღეს მუ­შა­ობ­დნენ, 3 სა­ა­თი მუ­შა­ობ­დნენ აუზ­ში, ჩარ­თულ აუზ­ში ამოწ­მებ­დნენ და ას­წო­რებ­დნენ, მეტ­საც გე­ტყვით სამ­ჯერ ჩახ­ტა ძაღ­ლი, ამის კად­რე­ბიც არ­სე­ბობს და არა­ნა­ი­რი … ჩვენ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ტეს­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში გვქონ­და, ვა­მუ­შა­ვებ­დით და არა­ნა­ი­რი დარ­ღვე­ვა იქ არ აღ­მოგვჩე­ნია… ძა­ლი­ან ბევ­რი დამ­თხვე­ვაა და ასე არ ხდე­ბა” – გა­ნა­ცხა­და ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

ასე­ვე, ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვით არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­თი პო­ლი­ცი­ა­ში უკვე დევს.

– “პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვართ იმ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, რაც ჩა­ვა­ტა­რეთ. სა­მუ­შა­ო­ე­ბი ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვით არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა სა­ბუ­თი არ­სე­ბობს, ეს ნა­ხეს უკვე პო­ლი­ცი­ა­შიც და შემ­დეგ უკვე გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. შე­მოწ­მე­ბუ­ლი იყო სა­ნამ ჩა­მო­ვი­დო­და ეს აპა­რა­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამის ტეს­ტი­რე­ბის რე­პორ­ტე­ბი არ­სე­ბობს და დევს ესეც პო­ლი­ცი­ა­ში“, – გა­ნა­ცხა­და ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, მიმ­დი­ნა­რე წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

შსს-ს გან­მარ­ტე­ბით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას და­ზუს­ტდა კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს ელექტრო ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას, რა­საც მოჰ­ყვა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წყარო: ptn.ge