აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უყრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
თეთრი სახლი ასევე მუშაობს უყრაინისთვის დაჩქარებული წესით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა „ნასამსების“ მისაწოდებლად. პენტაგონის ცნობით, ახალ პაკეტში შევა „ჰაიმარსის“ საარტილერიო-სარაკეტო სისტემისთვის დამატებითი საბრძოლო მასალები, 23 000 ერთეული საარტილერიო ჭურვი, 5 000 ერთეული დისტანციური ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, რადიოლოკაციური რაკეტები, 200-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება.
აშშ-მა უყრაინას 2021 წლის იანვრის შემდეგ სამხედრო დახმარების სახით 18,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოუყო.