რუსეთმა კიევის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა

15 ოქტომბერს, დილით, რუსეთის  ძალებმა კიევის ერთ-ერთ რეგიონს დაარტყეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

„ყველა სამსახური მუშაობს, ადგილზე არიან მაშველები. ჯერჯერობით მსხვერპლი არ არის“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნიკოპოლში 50-ზე მეტი რუსული ჭურვი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა.

„ქალაქში განადგურდა 10-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი, რამდენიმე მაღაზია, მანქანები და რამდენიმე ოფისი“, – აცხადებს დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო.