თურქეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ბართინთან მდებარე მაღაროში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტის დროს მიწის ქვეშ 110 ადამიანი იმყოფებოდა. ნანგრევების ქვეშ რჩება ათობით მაღაროელი და მათ გადასარჩენად ამ წუთებშიც ტარდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც 150 მდე მაშველი მონაწილეობს.
ქალაქ ბართინთან მდებარე მაღაროში აფეთქება მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.